ჯეი დი ვენსი - შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს - Palitra News

ჯეი დი ვენსი - შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს

2026-06-10 10:35:23+04:00

შესაძლოა, ირანთან შეთანხმება მომავალ კვირას ან რამდენიმე თვეში გაფორმდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, შუალედურ არჩევნებამდე ბევრი რამ გვეცოდინება. შესაძლოა, შეთანხმება მომავალ კვირას შედგეს, ან დღეიდან რამდენიმე თვეში გაფორმდეს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

მისი თქმით, ვაშინგტონი შეთანხმებასთან „ახლოს არის“.

„ვფიქრობ, ახლა ისეთ პოზიციაში ვართ, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც აშშ-სთვის ეკონომიკურად მომგებიანი იქნება და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს გრძელვადიან პერსპექტივაში მოაგვარებს. მიზანი ეს არის და ვფიქრობ, ამ მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.