საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დღეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება - Palitra News

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, დღეს 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

2026-06-10 12:29:36+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 14 პირს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდება.

უფრო კონკრეტულად, ერთ ეპიზოდზე საუბარია 8 პირზე: ალექსანდრე ხაბეიშვილზე, ბექა ქელეხსაშვილზე, გიორგი მუმლაძეზე, მამუკა ლაბუჩიძეზე, გურიელ ქარდავაზე, ავთანდილ სურმანიძესა და ვახტანგ ფიცხელაურზე, რომელთათვისაც საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სასამართლო 15:00 საათზე დაამტკიცებს და აღნიშნული პირები სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდებიან, ხოლო მეორე ეპიზოდთან მიმართებაში, საპროცესო შეთანხმება ფორმდება შემდეგ 6 პირთან - გიორგი ქორქიასთან, გიორგი რურუასთან, ხვიჩა გოგოხიასთან, ლევან ჯიქიასთან, ლაშა ივანაძესთან და სერგო მეგრელიშვილთან.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ჯამში 64 პირია ბრალდებული, საიდანაც ამ ეტაპზე ბრალი აღიარა და ამის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება უფორმდება 21 პირს. აღნიშნულიდან 8-ს საპროცესო შეთანხმება გუშინ უკვე გაუფორმდა. შესაბამისი პირები სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.