ევროკომისია 11 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გზავნილს გააჟღერებს. ამ დღეს დაგეგმილია ტექნიკური სამუშაო შეხვედრა, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების მექანიზმს უკავშირდება.
მმართველ გუნდში ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის პოლიტიკური ბერკეტად გამოყენება ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ისინი ბრიუსლს საქართველოს მიმართ არამეგობრულ დამოკიდებულებაშიც ადანაშაულებენ.
სრულიად განსხვავებული შეფასებები აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რეალური საფრთხე არსებობს და პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ. რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი და როგორია პოლიტიკური შეფასებები