როგორ ეხმაურებიან საქართველოში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებ კანონპროექტს საქართველოზე - Palitra News

როგორ ეხმაურებიან საქართველოში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებ კანონპროექტს საქართველოზე

2026-06-10 12:43:23+04:00

აშშ-ში წარდგენილი კანონპროექტისა და საქართველოს საგარეო კურსის შეფასებების ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელ პოლიტიკურ არჩევანზე ამახვილებს ყურადღებას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარების მიმართულების განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. მისივე შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მცდელობა, საქართველო რეგიონში რუსეთისა და ირანის მოკავშირედ ან საყრდენ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს, რადგან, მისივე განმარტებით, ეს რეალობას არ შეესაბამება.

პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, მსგავსი ნარატივები ქვეყნის შესახებ მცდარი წარმოდგენების შექმნასა და საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ემსახურება. შალვა პაპუაშვილის გარდა, ამ საკითხს ოპოზიციის წარმომადგენლებიც უკვე ორი დღეა აქტიურად განიხილავენ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაჩქარებული წესით განიხილა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას ასახავს. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად უახლოვდება აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს.