4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 8 პირი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდება - მათ შორის არიან ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე და ვახტანგ ფიცხელაური.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მათ 3-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ. პროკურატურა შეთანხმებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ბრალდებულებმა წარდგენილი ბრალი აღიარეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნეს.
საქმეს პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილავენ - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღიარებისა და სინანულის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება შესაძლებელია. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ხელისუფლებამ პროვოკაციულად იმოქმედა და აქციის მონაწილეები უსამართლოდ დააკავა.