აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა - Palitra News

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ცნობილია გარდაცვლილის ვინაობა

2026-06-10 12:49:27+04:00

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს ლუიზიანის შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, ის საპატიმროში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს.

ამავე ინფორმაციით, ართმელაძე თებერვალში ნიუ ორლეანში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. უწყების ცნობით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მას აშშ-ში ყოფნის კანონიერი სტატუსი არ ჰქონდა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, მამუკა ართმელაძე რიგით 50-ე პირია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.