ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

2026-06-10 13:36:48+04:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცნობისთვის, სოფელ ოქტომბერში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 70 წლის მამაკაცმა 55 წლამდე მეზობელს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.