მარია ზახაროვა - თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა - მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ, ამას სუფთა გულით ვაკეთებთ - Palitra News

მარია ზახაროვა - თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა - მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმავოთ, ამას სუფთა გულით ვაკეთებთ

2026-06-10 14:39:00+04:00

თბილისმა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების სასარგებლოდ მტკიცე არჩევანი გააკეთა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ გაგებით ვიღებთ თბილისის მცდელობებს, დაასრულოს გარედან დიქტატი და უცხოელ პარტნიორებთან თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ითანამშრომლოს. ჩვენ მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირები გავაღრმაოთ, რაც საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ამას სუფთა გულით და გულწრფელად ვაკეთებთ“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, მოსკოვი „თბილისთან ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზად არის“.

„თბილისმა მტკიცე და გააზრებული არჩევანი გააკეთა ქვეყნისთვის სუვერენიტეტის დაბრუნების, ქართველი ხალხის ინტერესების უზრუნველყოფის და მე დავამატებდი, ქვეყნისა და ხალხის ღირსების სასარგებლოდ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.