ელენე ხოშტარია - არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, ფუჭია ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში - სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი - Palitra News

ელენე ხოშტარია - არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“, ფუჭია ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში - სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი

2026-06-10 14:46:19+04:00

არანაირ ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება არ უნდა „ქართულ ოცნებას“. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში - სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი,- ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხოშტარია წერს, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამერიკასთანაც და რეგიონშიც.

„არანაირი ამერიკასთან და ევროპასთან დალაგება „ქართულ ოცნებას“ არ უნდა. ფუჭია ჩვენი ყველა მცდელობა, ვიპოვოთ რაიმე სახის სახელმწიფოებრივი ან ქართული ლოგიკა „ოცნების“ მოქმედებაში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ „რუსული ოცნება“, მგონია, რომ აღქმაც არ გვაქვს ბოლომდე რას ნიშნავს ეს და შეიძლება, გვგონია, რომ ეს რაღაც პოლიტიკური გაზვიადებაა. სინამდვილეში, აბსოლუტურად ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუ „ქართულ ოცნებას“ - რუსულ ოცნებას დავარქმევთ.

მაგალითად, „როგორ უბედავს ამერიკელებს ასე ლაპარაკს?“, „რატომ არაფერი უპასუხა ირანს?“, „რატომ არ ასრულებს ვალდებულებებს?“, „ასე ინფანტილურად რატომ იქცევიან?“, „ეს რანაირი დიპლომატიაა?“ - დიახ, ასე იქცევა რუსული ოცნება, დიახ, რუსეთიც ასე ელაპარაკება ამერიკას, დიახ, რუსეთიც არ ალაგებს ამერიკასთან, პირიქით, ურევს ამერიკასთანაც და რეგიონშიც. დიახ, არც ირანთან არაფერი საჩხუბარი არ აქვს რუსეთს და ასე შემდეგ.

ერთი სიტყვა „რუსული“ გასაგებს ხდის „ოცნების“ მოქმედების ლოგიკას. ამიტომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს ამოცანაზე, სანამ „ოცნებას“ არ მოვაშორებთ, არ იქნება არც ვიზები და არც არაფერი“,-წერს ელენე ხოშტარია.