„ქართულო ოცნება“ ვითომ სუვერენულებო, ცხინვალის რეგიონის ანექსიაზე ამოიღეთ ხმა, თუ რამის თავი დაგრჩათ საერთოდ! ჩორჩანას საქმე არის თქვენი ბედისწერა, საიდანაც თავს ვერ დაიძვრენთ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „სოფელი ჩორჩანა დღეს რომ მავთულხლართებით არ არის შუაზე გაგლეჯილი და იქ რუსები არ დგანან, გიორგი გახარიას დამსახურებაა“.
„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა დღეს რომ მავთულხლართებით არ არის შუაზე გაგლეჯილი და იქ რუსები არ დგანან, არის გიორგი გახარიას დამსახურება.
„ქართულო ოცნება“ ვითომ სუვერენულებო, ცხინვალის რეგიონის ანექსიაზე ამოიღეთ ხმა, თუ რამის თავი დაგრჩათ საერთოდ!
ჩორჩანას საქმე არის თქვენი ბედისწერა, საიდანაც თავს ვერ დაიძვრენთ“,- წერს ბერდია სიჭინავა.