საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება - Palitra News

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

2026-06-10 15:40:35+04:00

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა უნდა დაიწყოს, ამ სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე 14 -დან რვა პირი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდება. მეორე სხდომა ჩანიშნულია 17 საათზე, ამ შემთხვევაში სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდება 6 პირი, რომლებსაც ბრალი მეორე ეპიზოდზე ჰქონდათ წარდგენილი.