ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრამდე ერთი დღე დარჩა - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის შეხვედრამდე ერთი დღე დარჩა - რა მოლოდინებია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

2026-06-10 15:41:39+04:00

ევროკომისიასა და საქართველოს მხარეებს შორის შეხვედრამდე ერთი დღე დარჩა. შეხვედრა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების მექანიზმს უკავშირდება. მმართველ გუნდში ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს ზეწოლის მცდელობად აფასებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის პოლიტიკური ბერკეტად გამოყენება ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საფრთხე ნამდვილად არსებობს და ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ლაკო ვარშანიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში