„ქართული ოცნება“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული შედგებით კმაყოფილია - რა ბედი ელის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას - Palitra News

„ქართული ოცნება“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული შედგებით კმაყოფილია - რა ბედი ელის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას

2026-06-10 15:49:10+04:00

„ქართული ოცნება“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული შედგებით კმაყოფილია, ხოლო აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მოლოდინშია. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც მათივე სიტყვებით, გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია. ქვეყნის პირველი პირების თქმით, შემაშფოთებელია მცდელობა, საქართველო რეგიონში რუსეთისა და ირანის მოკავშირედ ან საყრდენ სახელმწიფოდ წარმოჩინდეს, რადგან ეს რეალობას არ შეესაბამება. ამ კონტექტში ხელისუფლება აკრიტიკებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დაჩქარებული წესით განხილულ და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად უახლოვდება აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ ოპონენტებს.