გიორგი რურუა - ვაღიარე, დავთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას მოვაწერე ხელი - გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება, ამ დროს რთული არაფერია - Palitra News

გიორგი რურუა - ვაღიარე, დავთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას მოვაწერე ხელი - გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება, ამ დროს რთული არაფერია

2026-06-10 18:46:04+04:00

გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება, ამ დროს რთული არაფერი არ არის, - ამის შესახებ საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა გიორგი რურუამ განაცხადა.

როგორც რურუამ აღნიშნა, მის წინააღმდეგ, რა მტკიცებულებებიც იყო აღიარა.

„ვისაც ოჯახები ჰყავს, ძნელია ერთ ოთახში გამოკეტილი ჯდომა, მაგრამ ყველაფერს გავუძელით. ვფიქრობ, ყველაფერს ვაჟკაცურად გავუძელით. ყველას, ვინც საპყრობილეში რჩება, ვუსურვებ თავისუფლებას. მათ ოჯახებს მშვიდობას ვუსურვებ. ჩემს წინააღმდეგ, რა მტკიცებულებებიც იყო ვაღიარე, დავთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას მოვაწერე ხელი. ამ გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება, ამ დროს რთული არაფერი არ არის.

ახლა არ შემიძლია გითხრათ რას ვაპირებ, პირველ რიგში მინდა პატრიარქის საფლავზე მისვლა, სანთელს დავანთებ და მერე გამოჩნდება“, - განაცხადა რურუამ.