კახა კალაძე: „თბილისის ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა“ - Palitra News

კახა კალაძე: „თბილისის ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა“

2026-06-10 20:40:39+04:00

დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ურბანული დაგეგმარების მიდგომა სრულყოფილი სტრატეგიული მოდელით იცვლება. როგორც კალაძე განმარტავს, ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებსა, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს.