რუსეთი მეორე დღეა დუმს - ბალაშიხის აფეთქებაში დაღუპული სავარაუდოდ მაღალჩინოსანი სამხედროა - Palitra News

რუსეთი მეორე დღეა დუმს - ბალაშიხის აფეთქებაში დაღუპული სავარაუდოდ მაღალჩინოსანი სამხედროა

2026-06-10 20:41:58+04:00

რუსეთის ხელისუფლება მეორე დღეა მოსკოვის ოლქში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულის ვინაობას არ ასაჯაროებს. ის სავარაუდოდ, მაღალჩინოსანი სამხედრო იყო. მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხის იმ რაიონში, სადაც ბევრი სამხედრო მოსამსახურე ცხოვრობს, 9 ივნისს დილით ავტომანქანა აფეთქდა, რომლის მძღოლიც დაიღუპა. ზოგიერთი რუსული და უკრაინული წყაროს თანახმად, აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს უფროსი დამირ დავიდოვი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 9 ივნისს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლით.