ბელფასტიში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია არეულობაში გადაიზარდა - Palitra News

ბელფასტიში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია არეულობაში გადაიზარდა

2026-06-10 20:44:38+04:00

ბელფასტში მიგრაციის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ნაგვის კონტეინერებს და ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს, რამდენიმე ქუჩა კი გადაკეტეს. არეულობის გამო პოლიციამ დამატებითი ძალები და ჯავშანტექნიკა გამოიყენა. აქცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ორშაბათს თავდასხმის შედეგად 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. დაზარალებულს ჭრილობები სახის, ზურგისა და თვალების არეში აქვს მიყენებული. დაკავებულია 30 წლის სუდანის მოქალაქე, რომელსაც მკვლელობის მცდელობის, საჯარო ადგილზე დანის ტარებისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. ის სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. სუდანელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს სტივენ ოგილვის მკვლელობის მცდელობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რენტგენოლოგის მკვლელობის მუქარისთვის და დანის შენახვისა და ტარებისთვის. თავდასხმაში ბრალდებული ოთხი კვირით წინასწარ პატიმრობაში რჩება და სასამართლოს წინაშე დისტანციურად 8 ივლისს წარდგება.