4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა 14 პირმა საპატიმრო დატოვა - რას აცხადებენ ბრალდებულები საპატიმროს დატოვების შემდეგ - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა 14 პირმა საპატიმრო დატოვა - რას აცხადებენ ბრალდებულები საპატიმროს დატოვების შემდეგ

2026-06-10 20:49:12+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა 14 პირმა საპატიმრო დატოვა. ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანიძეს, ვახტანგ ფიცხელაურს და თემურ ქურციკიძეს და კიდევ 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც 14-ვე მათგანმა ბრალი აღიარა და მტკიცებულებები უდაო გახადეს.