ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებამ ენერგომატარებლების ბაზარზე გავლენა მოახდინა - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებამ ენერგომატარებლების ბაზარზე გავლენა მოახდინა

2026-06-10 20:55:49+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. ბოლო ცნობებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების განახლებას განიხილავს. ტრამპის თქმით, შესაძლოა, აშშ-ის სამხედრო ძალებს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვა უბრძანოს. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა და ახლა ეს ძვირად დაუჯდება. ამავე დროს, ირანი აცხადებს, რომ სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, თუ ისრაელი და მისი მოკავშირეები რეგიონში ოპერაციებს არ შეწყვეტენ. დაძაბულობის ფონზენავთობის ფასმა კვლავ მოიმატა, რადგან ინვესტორები ჰორმუზის სრუტეში შესაძლო შეფერხებებსა და ენერგომატარებლების მიწოდების რისკებს აფასებენ.