„ნაციონალური მოძრაობა“ განახლებულ გუნდს აანონსებს - ალიანსში უთანხმოება გრძელდება - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ განახლებულ გუნდს აანონსებს - ალიანსში უთანხმოება გრძელდება

2026-06-10 20:57:13+04:00

ოპოზიციურ ალიანსსა და მასში ჯერ კიდევ გაწევრიანებულ, ნაციონალურ მოძრაობას შორის, აზრთასხვადასხვაობისა და კამათის შემდეგ, პარტია გუნდის განახლებაზე ალაპარაკდა. მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის რეფორმირების პროცესში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი ერთვებიან. ყოფილი პრეზიდენტის მიზანი - პარტიისთვის სახალხო ორგანიზაციის სახის დაბრუნებაა. შეძლებს თუ არა, განახლებული გუნდი ერთობის დემონსტრირებას იქ, სადაც ბოლო დროს თანხმობაზე მეტად, უთანხმოება ისმოდა ან დარჩება თუ არა, ნაციონალური მოძრაობა ალიანსში, მას შემდეგ, რაც 8 პოლიტიკურ ჯგუფსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავებები სულ უფრო მკაფიო ხდება.