რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ბანკების, ნავთობმოვაჭრეებისა და კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს ითვალისწინებს. სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის. ოფიციალური პირების განცხადებით, მათ ბრალად 1. ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. საკითხს ეხმაურებიან საქართველოში.