ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთიბების გადატვირთვა თუ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება? რა გზა აირჩია ქართულმა ოცნებამ და რამდენად არის შესაძლებელი შტატებთან და ჩინეთთან თანაბრად მჭიდრო ურთიერთობა? ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების აღდგენა შეძლოს, ამის მიზეზად კი ასახელებენ კონგრესის ქვედა პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ კანონპროექტს “ჩინეთის კონტროლის საწინააღმდეგო აქტი”. ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებით ოფიციალურ ვაშინგტონთან ურატიერგიბების აღდგენის ყველა შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.