ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - Palitra News

ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება

2026-06-11 09:14:53+04:00

ემუქრება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება? - ჯერჯერობით ყველაფერი ბუნდოვანია, დღეს ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შესაძლოა ვარაუდები უფრო გამყარდეს. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დიალოგი „ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით იმართება. ქართული ოცნების ოპონენტების განცხადებით, მოსალოდნელია ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ოფიციალურად დეკემბრის თვეში შეუჩეროს. ისინი პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.