მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“

2026-06-11 09:16:34+04:00

არამხოლოდ ვარცხნილობა შევიცვალე, არამედ ვგეგმავ რადიკალურ ცვლილებებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“- ამ წინადადებით დაიწყო ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა საუბარი პარტიის შიგნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. სააკაშვილმა განაცხადა რომ პარტია გაცოცხლებას, გაახლებას საჭიროებს, სტრუქტურულ ცვლილებებს და რეფორმას მსჯავდებული ექს პრეზიდენტი ნაციონალური მოძრაობის რიგებში ახალი სახეების შემოერთებით, მათ შორის ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიის რიგებში გაწევრიანებით გეგმავს. ნაციონალური მოძრაობის წევრები სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას დროულს უწოდებენ და ამბობენ რომ პარტიას დეცენტრალიზება ნამდვილად სჭირდება. ოპოზციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს რომ კოლეგა პარტიის რიგებში, მიმდინარე ცვლილებები ნაკლებად საინტერესოა და გადაწყვეტილებები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა უნდა მიიღონ.