გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს, ვიდრე რეალურ ზავს.
„ახლო აღმოსავლეთი უფრო ღრმა კრიზისშია ჩაფლული და შედეგები რეგიონს სცილდება. ამ კვირამ კიდევ უფრო ფართო შეტევები და ვითარების გაუარესება. აქ ცეცხლის შეწყვეტა უფრო ცეცხლის შემცირებას ჰგავს. არ უნდა დავაკნინოთ იმის საფრთხე, რომ შემცირებული ცეცხლი სრულმასშტაბიან ომად გადაიქცეს“, - დაწერა გუტერეშმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ყველა მხარემ დიპლომატიური გადაწყვეტისკენ უნდა იმუშაოს და თავდასხმებისა და საბაბის დასახელების დრო არ არის.