CNN - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება - Palitra News

CNN - აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

2026-06-11 12:12:25+04:00

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას CNN-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, გასული ღამის განმავლობაში აშშ-ისა და ირანის მიერ დარტყმების გაცვლის მიუხედავად, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება.

ასევე, CNN-ის ინფორმაციით, კატარის დელეგაციამ თეირანი დღეს დილით დატოვა.

წყაროს თქმით, კატარის დელეგაციასა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აშშ-სთან კოორდინაციით მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ირანმა ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა.