ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს - Palitra News

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს

2026-06-11 12:45:46+04:00

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება.ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. „მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება“, - დაწერა იოზვიაკმა სოციალურ ქსელში. მოგვიანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან დიალოგი უნდა დაიწყოს. შეხვედრა ბრიუსელში ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით იმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. რა გზავნილებით ჩადის ქართული მხარე ბრიუსელში და რამდენად დიდია საფრთხე საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ