რა ეტაპზეა აშშ-ირანის მოლაპარაკებები - Palitra News

რა ეტაპზეა აშშ-ირანის მოლაპარაკებები

2026-06-11 12:51:28+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. აშშ-მ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დამატებითი ავიადარტყმები განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით, სამიზნე იყო ირანის საჰაერო თავდაცვის, რადარისა და კავშირის ობიექტები. საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ დარტყმები მიიტანა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე ბაჰრეინსა და ქუვეითში, ხოლო რეგიონში სამხედრო ესკალაციის გაფართოების საფრთხეზე გააფრთხილა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს შეთანხმების მიღწევისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამხედრო ზეწოლა გაგრძელდება. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ძალის გამოყენებისა და მუქარის ფონზე ვერ გაიმართება. ამავე დროს, ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის ნებისმიერი ახალი შეტევის შემთხვევაში ისრაელი მზადაა საპასუხო ქმედებებისთვის. 2026 წლის თებერვლიდან რეგიონში ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. კონფლიქტი დაიწყო აშშ-ისა და ისრაელის ოპერაციებით ირანის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა ირანის სარაკეტო იერიშები ისრაელზე და რეგიონში ამერიკულ ობიექტებზე. მიმდინარე კრიზისის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ირანის ბირთვული პროგრამა, სანქციები და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება, რომელიც მსოფლიო ენერგომომარაგებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.