ირანი ისევ ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებით იმუქრება - Palitra News

ირანი ისევ ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებით იმუქრება

2026-06-11 13:55:25+04:00

ირანი ისევ ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებით იმუქრება. სიენენის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა. მათი მხრიდან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. „რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კომერციული გემები კვლავ აგრძელებენ სრუტეში შესვლა-გამოსვლას. მანამდე, ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იუწყებოდა, რომ ორ გემზე, რომლებიც „ჰორმუზის სრუტეში არალეგალურად გავლას“ ცდილობდნენ, დარტყმა განხორციელდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ არცერთ ამერიკულ გემზე დარტყმა არ განხორციელებულა