ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ახალი დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრს უკარგავს - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ახალი დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრს უკარგავს

2026-06-11 14:08:37+04:00

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ის ახალი დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზრს უკარგავს.

ირანის საგარეო უწყებამ აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული უახლესი დარტყმები დაგმო.

„აშშ-ის მიერ ბოლო საათებში განხორციელებული უკანონო და კრიმინალური თავდასხმები არა მხოლოდ გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა, არამედ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ფაქტობრივად ყოველგვარ აზრს უკარგავს“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დარტყმებმა ირანის ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია.

„აღნიშნულ კრიმინალურ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ლიდერებს ეკისრებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.