მოსკოვში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხაილ გალუზინს შეხვდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ელჩების, ნიკოლას დე რივიერის, ნაიჯელ კეისისა და ალექსანდრ ლამბსდორფის შეხვედრა საათ-ნახევარი გაგრძელდა.
„კარგი დისკუსია გვქონდა. განცხადებას დღეს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ელჩებმა უკრაინაში კონფლიქტის განსახილველად მის მოადგილესთან შეხვედრა ითხოვეს.