კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებული არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - კიდევ რა დაადგინა პროკურატურამ - Palitra News

კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებული არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - კიდევ რა დაადგინა პროკურატურამ

2026-06-11 15:52:12+04:00

კიბერდანაშაულისა და კრიპტოვალუტის გათეთრების ბრალდებით, დაკავებული არიან ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრეს. ორივე ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ყადაღა დაედო სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით შეძენილ 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, ძვირადღირებულ უძრავ ქონებებსა და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს. სპეციალურ ღონისძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.