სავიზო დიალოგი - რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში - Palitra News

სავიზო დიალოგი - რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში

2026-06-11 15:52:51+04:00

სავიზო დიალოგი და მოლოდინები ვიზალიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით - ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას დეკემბრის ან იანვრის თვეში შეუჩერებენ, რადგან ქართული ოცნების პოლიტიკა ევროპულ კურსთან თავდებადი აღარ არის. ქართულ ოცნებაში შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ.. ამბობენ, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ევროკავშირი კი ქვეყანას აშანტაჟებს და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების გადადგმას აიძულებს. საქართველოსთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს სავიზო დიალოგის ფარგლებში შეხვედრა იმართება. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ტექნიკური ჯგუფი ესწრება.