ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთიბების გადატვირთვა თუ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება - რას ირჩევს "ქართული ოცნება" - Palitra News

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთიბების გადატვირთვა თუ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება - რას ირჩევს "ქართული ოცნება"

2026-06-11 15:53:26+04:00

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთიბების გადატვირთვა თუ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება? რა გზა აირჩია ქართულმა ოცნებამ და რამდენად არის შესაძლებელი შტატებთან და ჩინეთთან თანაბრად მჭიდრო ურთიერთობა? ხელისუფლების ოპონენტები გამორიცხავენ რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შემდეგ ამერიკასთან მჭიდრო კავშირების აღდგენა შეძლოს. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა ჩინეთი, რომელიც ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში არ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას, რაც თავის მხრივ არ არის თავსებადი საქართველოს კონტიტუციაში დაფიქსირებულ პრინციპებთან. ქართული ოცნება კი ჩინეთთან სრატეგიული პარტნიორობით კმაყოფილია, მმართრველი პარტია მიიჩნევს, რომ აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობის და ქვეყნისადმი დამოკიდებულების მაგალითი სწორედ ჩინეთისგან უნდა აიღოს.