თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმე განიხილეს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლიეს. სასამართლო პროცესზე სამი პირი დაიკითხა. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, , ბრალდებულების წინააღმდეგ პარლამენტის დაზიანებასთან კავშირის დამადასტურებელი ფაქტი არ არის საქმეში წარმოდგენილი. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.