აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება - Palitra News

აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

2026-06-11 15:55:40+04:00

საერთაშორისო მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. დიპლომატიური წყაროს ცნობით, აშშ-ისა და ირანის მიერ დარტყმების გაცვლის მიუხედავად, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება. ასევე, მედიის ინფორმაციით, კატარის დელეგაციამ თეირანი დღეს დილით დატოვა. წყაროს თქმით, კატარის დელეგაციასა და ირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები აშშ-სთან კოორდინაციით მიმდინარეობდა. ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ირანმა ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა, ხოლო ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა.