ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ საკუთარ თავს პარტიის რეორგანიზაციის პროცესში ხედავს. ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების რეფორმირების და ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაში დარწმუნებულია მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც. პარტიაში რადიკალური ცვლილებები ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დაანონსა. შიდაპარტიული რეორგანიზაციის ფონზე კვლავ აქტუალურია ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციური ალიანსის თანამშრომლობის საკითხი. ალიანსში შემავალი დანარჩენი 8 ოპოზიციური სუბიექტი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა "ოპოზიციურ ალიანსში" დარჩენა.