მედიის ცნობით,ევროკავშირის წევრი ქვეყნები საგარეო ქმედებათა სამსახურის რადიკალური რეფორმის წინადადებას განიხილავენ. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები წინადადებას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასისთვის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისთვის უფლებამოსილებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. წყაროების ცნობით, ევროპელი ლიდერები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უფლებამოსილების ევროკომისიისთვის და წევრი ქვეყნებისთვის დაბრუნების ვარიანტს განიხილავენ. მათივე თქმით, ძირეული რეფორმის მიზანს გეოპოლიტიკურ კრიზისებზე ევროკავშირის რეაგირების გაუმჯობესება წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი წინადადება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისთვის, კაია კალასისთვის ავტონომიის შეზღუდვას ითვალისწინებს.