Reuters - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა - Palitra News

Reuters - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობა დატოვა

2026-06-11 16:00:21+04:00

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ თანამდებობა თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დატოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯონ ჰილიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დაადანაშაულა იმაში, რომ ამ უკანასკნელმა ქვეყნის დასაცავად საჭირო სამთავრობო რესურსების გამოყოფა ვერ უზრუნველყო.

ჰილი სტარმერისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა სამინისტრომ შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თანხები არ გამოყვეს.

„თქვენ ვერ შეძელით, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ არ ისურვა იმ რესურსების გამოყოფა, რაც მზარდი საფრთხეების პერიოდში ქვეყნის დასაცავად საჭიროა“, - ნათქვამია ჰილის მიერ გამოქვეყნებულ გადადგომის წერილში.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები სამხედრო ხარჯების შესახებ მოლაპარაკებებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდნენ.