რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - Palitra News

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

2026-06-11 16:23:37+04:00

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 7 ივნისს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის „სამოქალაქო კონტრაქტის“ გამარჯვებას ულოცავს და მთავრობის მესამედ ფორმირებისთვის წარმატებას უსურვებს.

ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სტრატეგიული ხედვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების, ასევე, ამ მიმართულებით აუცილებელი თანამშრომლობის შესახებ, წარმატებით განხორციელდება“, - წერს ერდოღანი ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილში.

ასევე, წერილში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიკოლ ფაშინიანს ჯანმრთელობას, ხოლო სომეხ ხალხს კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.