აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უპირატესობას ანიჭებს ხარგის კუნძულზე კონტროლის დამყარებას, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ ამერიკას ამის სურვილი აქვს.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი, აქვს თუ არა ამერიკას სურვილი, რომ ის გააკეთოს, რასაც მე ვანიჭებ უპირატესობას. ჩვენ 13 ჯარისკაცი დავკარგეთ. ვიეტნამში ასობით ათასი დავკარგეთ. გულახდილად რომ ვთქვათ, შესაბამისი ხელმძღვანელობა არ გვყავდა. მე რომ ვყოფილიყავი ომს სამ-ოთხ თვეში დავასრულებდი“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.