ნატო-ში ფართო კონსენსუსია იმაზე, რომ 2029 წელს ან უფრო ადრე რუსეთი შეიძლება თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ამის შესახებ გერმანიის სახმელეთო ძალების მთავარსარდალმა, კრისტიან ფროიდინგმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეებს შორის ფართო კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას ნატო-ს ტერიტორიას მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე.
“2029 წელი - ეს გერმანული პროგნოზები არაა. ეს სადაზვერვო მონაცემებია, რომლებიც ნატოს ფარგლებშია შეთანხმებული.
ნატოს 32-ვე პარტნიორი თანხმდება იმაზე, რომ 2029 წელს რუსეთს შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანაში შეჭრის შესაძლებლობა ჰქონდეს,” - განაცხადა ფროიდინგმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა მსგავსი ქმედებები უფრო ადრეც დაიწყოს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ომის უკვე მეხუთე წელი იწყება და კიევი ამბობს, რომ მოსკოვმა 1.3 ადამიანი და ტექნიკის დიდი რაოდენობა დაკარგა.