„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული ცვლილებების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის ფონზე,პარტიის სამომავლო სტრუქტურასა და პოლიტიკურ გეგმებზე დისკუსია გრძელდება.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მას პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება შესთავაზეს, თუმცა ამ წინადადებაზე უარი თქვა. მისივე განმარტებით, საკუთარ როლს პარტიის განახლებისა და რეორგანიზაციის პროცესში ხედავს.
პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება და შიდა რეფორმები სჭირდება. ამავე დროს, კვლავ აქტუალურია ოპოზიციურ ალიანსთან თანამშრომლობის საკითხი.
ალიანსში შემავალი რვა ოპოზიციური სუბიექტი ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოკლე ვადაში უნდა განსაზღვროს, აპირებს თუ არა გაერთიანებულ ფორმატში საქმიანობის გაგრძელებას. შიდაპარტიული ცვლილებებისა და ოპოზიციური თანამშრომლობის პერსპექტივები უახლოეს პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა იქნება.