„ქართული ოცნება“: "უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის საფუძველი არ არსებობს" - რა გზავნილები ისმის ბრიუსელიდან - Palitra News

„ქართული ოცნება“: "უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის საფუძველი არ არსებობს" - რა გზავნილები ისმის ბრიუსელიდან

2026-06-11 21:05:00+04:00

საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხი კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. სწორედ ამ წუთებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის საკითხსა და ბრიუსელის სამომავლო მიდგომებს განიხილავენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თუკი ქვეყნის პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში მიიღოს. მათივე შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებები ევროპული ინტეგრაციის პროცესს სულ უფრო აშორებს.

განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს - „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის საფუძველი არ არსებობს და ევროკავშირის მოთხოვნების ნაწილი ქვეყნის ინტერესებთან შეუსაბამოა.