ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიაში გამართული საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვისსამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ქართველმა სამხედროებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში იასპარეზეს და პირველი ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულ გუნდში პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე, მაიორი ავთანდილ მუშკუდიანი, მასტერ-სერჟანტი ივანე ემელიანოვი, უმცროსი სერჟანტი გიორგი ჭინჭარაული, კაპრალი რამინ ფუტკარაძე, ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ დემურაშვილი და ბაკურ მგელიაშვილი შედიოდნენ. ტურნირამდე მათ სპეციალური მომზადება გაიარეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აღნიშნულ ღონისძიებაში უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ჯილდო აქვთ მოპოვებული.
შეჯიბრება შოტლანდიის ქალაქ პერზირში გაიმართა და მისი მთავარი მიზანი სამხედროების რესოციალიზაციისა და მოტივაციის ხელშეწყობა იყო.