აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. შესაბამის სტატიას Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორი, კეტი ლაროქი წერს.
ის აღნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესების სურვილის სიგნალებს აგზავნის, “თუმცა მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობს, მათ კავშირების გააფართოვეს კოლეგებთან ჩინეთში.
„მათ შორის 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობით; უფრო მჭიდრო ურთიერთობებს ეძებენ ირანულ რეჟიმთან, მათ შორის ირანის სახელმწიფო ცერემონიებზე საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებით დასწრებით, ასევე, მონაწილეობდნენ ირანის სანქციებისგან თავის არიდების სქემებში; ისინი ასევე სულ უფრო მეტ კრიტიკას იღებენ მთავრობის როლზე სანქციებისგან თავის არიდებაში, რაც რუსეთის ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული”, - წერს ლაროქი.
ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესებშია არ დაუშვას საქართველოს აშშ-ის მოწინააღმეგეებისადმი გადახრა და ვაშინგტონს უნდა სურდეს საქართველოს დემოკრატიულ, ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში მყარად ყოფნა, ვინაიდან საქართველოს ტრაექტორია ფორმას მისცემს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის გავლენის ბალანსს.
“მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება “ქართული ოცნების” პირობებით. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს საქართველოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, როგორც პირველი ნათელი ტესტი იმაზე “ქართული ოცნება” ნამდვილად მზად არის თუ არა, რომ შეთანხმებები გააფორმოს, რომლებსაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება შეეძლება”, - წერს ლაროქი.