სენაკში შვილმა მამა დაჭრა - Palitra News

სენაკში შვილმა მამა დაჭრა

2026-06-11 23:39:52+04:00

სენაკში შვილმა მამა დაჭრა. შემთხვევა ზუგდიდის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის მამაკაცს დაზიანება, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.

დამატებითი დეტალები და დაჭრის მოტივი ამ დროისთვის , უცნობია.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 19/109-ე მუხლით,რაც გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას.

უწყების ცნობით, ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს