11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სავიზო დიალოგის ფარგლებში განიხილეს, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები. ქართული მხარე დიალოგს პოზიტიურად აფასებს და მომავალში დამატებითი შეხვედრების არსებობას არ გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები კი თვლიან, რომ ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე რეალური.