რას აცხადებს ვროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა - Palitra News

რას აცხადებს ვროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა

2026-06-12 09:33:51+04:00

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც შემდეგ კვირაში განიხილება, კრიტიკული იქნება. გრეგოროვა განმარტავს, რომ ანგარიშში კრიტიკა არა საქართველოს მოქალაქეებისკენ, არამედ საქართველოს მთავრობისკენ იქნება მიმართული. ევროპარლამენტარი აქვე დასძენს, რომ მოწოდება გაჟღერდება სანქციების მიმართულებითაც. გრეგოროვა იმედოვნებს, რომ ამ მხრივ, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.