საბოტაჟის საქმე - რას ამბობენ ოპოზიციონერები - Palitra News

საბოტაჟის საქმე - რას ამბობენ ოპოზიციონერები

2026-06-12 09:35:20+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმის განხილვა წარიმართა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. დაკითხვა პარლამენტის დაზიანების საკითხისა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთიერებებებისა და ნივთების საკითხს ეხებოდა.პროცესის შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ დაიკითხა 3 მოწმიდან მხოლოდ ერთი მოწმე - გამომძიებელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ოფისების ჩხრეკას დაესწრო. მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაუდასტურა, რომ ოფისში არსებული ასაფეთქებელი საშუალებები პოლიციელების დასაზიანებლად იყო განკუთვნილი. ოპოზიციონერების თქმით, სასამართლო პროცესების დაჩქარება ევროკავშირისა და აშშ-ის ყურადღების მიქცევას ემსახურება.

მორიგი სასამართლო პროცესი 18 ივნის გაიმართება, მას შემდეგ კი, საქმის განხილვა კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და ხუთშაბათს შედგება.